მწვანე ჩაი

რა არის მწვანე ჩაი?  მწვანე ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლებს რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.  თეთრი ჩაის მსგავსად ის წითელ და შავ ჩაისთან შედარებით გამოირჩევაა ნედლი ფოთლების და  ბალახის გემოთი. მწვანე ჩაი აგრეთვე შეიცავს ნაკლები კოფეინის და მაღალი ანტიოქსიდანტების რაოდენობას.
 რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?  ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.  მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის  ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.  ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.
მწვანე ჩაის გადამუშავება  თეთრის ჩაის მსგავსად მწვანე ჩაიც  საერთოდ არ  გადის დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.  მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს  8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება მათი გამოშრობა ღუმელში ან ღია ცეცხლზე. შემდეგ ხდება ჩაის ფოთლების დახვევა სხვადასხვა მეთოდებით (მსუბუქად დახვევა, მჭიდროდ დახვევა, სპირალები, ბურთულები და ა.შ.). მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი გამოშრობის საბოლოო პროცესი. გამომშრალ ფოთლებს მომწვანო ფერი დაკრავთ რადგანაც მათ დაჟანგვის პროცესი არ გაუვლიათ.

No comments:

Post a Comment